


2025 წელს გაყიდვების ასოციაცია უზბეკეთში, ტაშკენტში, სასტუმრო Hilton Tashkent City-ში გამართავს მასშტაბურ ორდღიან ბიზნეს ღონისძიებას, რომელიც კონფერენციასა და გამოფენას გააერთიანებს.
8 ოქტომბერს ჩატარდება დახურული ფორმატის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ გამოფენაში ჩართული კომპანიები და მათი თანამშრომლები.
9 ოქტომბერს გაიმართება ბიზნეს გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის სამშენებლო, სამედიცინო, სარეკლამო, ლოგისტიკისა და სხვ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ სცენიდან გააცნონ საკუთარი კომპანიები უზბეკეთის ბაზარს, წარმოაჩინონ გამოცდილება და ბიზნესის უნიკალური უპირატესობები. გამოფენაზე დაგეგმილია გათამაშებები და უამრავი საჩუქარი, ხოლო სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში ჩატარდება B2B შეხვედრები, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას სასურველ კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონ.
ღონისძიება განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ უზბეკეთის ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის: INFRA FINANCE, The Investment Promotion Agency, Ministry of Economy, American Chamber of Commerce, Yard Business Club. გამოფენას ოფიციალურად გახსნის საქართველოს წარმომადგენელი უზბეკეთის რესპუბლიკაში.
კონფერენცია - 8 ოქტომბერი

კონფერენცია ჩატარდება დახურულ ფორმატში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ გამოფენაში ჩართულ კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს შეეძლებათ.ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ქართველი, ისე ადგილობრივი ბიზნესმენები, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის უშუალო კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
კონფერენციის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის — ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები.
ისინი აუდიტორიას გააცნობენ უზბეკეთის ბაზრის არსებულ გამოწვევებს, საინვესტიციო გარემოს, კომპანიების რეგისტრაციისა და საქმიანობის დაწყების პროცედურებს. გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსია და წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებიან ამ პროცესების სწორად და ეფექტიანად წარმართვაში.
კონფერენციაზე საშუალება გექნებათ, შეხვდეთ ქართველ და ადგილობრივ ბიზნესმენებს, გამართოთ B2B შეხვედრები და გაეცნოთ უზბეკურ ბაზარსა და მის პერსპექტივებს.
SPEAKERS
გამოფენა - 9 ოქტომბერი

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის სამშენებლო, სამედიცინო, სარეკლამო, ლოგისტიკისა და სხვა სექტორებიდან. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა სცენიდან გააცნონ საკუთარი კომპანიები უზბეკეთის ბაზარს, წარმოაჩინონ თავიანთი გამოცდილება და ბიზნესის უნიკალური უპირატესობები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გათამაშებები და უამრავი საჩუქარი, რომლებიც თითოეულმა მონაწილე კომპანიამ თავად მოამზადა სტუმრებისთვის. გარდა ამისა, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება B2B შეხვედრები, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, სასურველ კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოონ.
სტუმრებს მიეცემათ უნიკალური შანსი შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეცნონ ქართულ ბიზნესებს, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და აქტიურად ჩაერთონ გათამაშებებში.
მონაწილე კომპანიები:
პარტნიორი კომპანიები

ღონისძიებები
- რა? სად? როდის?ოთხ, 28 მაიT'bilisi
- ადამიანები ბიზნესის უკან 2025ოთხ, 05 თებT'bilisi
- Sarajishvili-სა და „გაყიდვების ასოციაციის“ ერთობლივი პროექტიორშ, 06 ნოეT'bilisi
- კაცების შოუ სპეციალურად გაყიდვების ასოციაციის წევრებისთვისორშ, 02 ოქტT'bilisi
- ადამიანები ბიზნესის უკან - გაყიდვების ასოციაციის გამოფენახუთ, 15 დეკT'bilisi
- ღონისძიება ბიოლშიოთხ, 28 სექBioli Wellness Resort
- გაყიდვების ასოციაციის გახსნის ცერემონიაკვი, 22 მაიTbilisi

All Videos

გაყიდვების ასოციაციის გახსნის ცერემონია

გაყიდვების ასოციაციის მესამე ღონისძიება
