საქართველო-უზბეკეთის "აბრეშუმის გზის" გამოფენა - 2025

საქართველო-უზბეკეთის "აბრეშუმის გზის" გამოფენა - 2025

თარიღები 7 - 8 ოქტომბერი
ქალაქი ტაშკენტი
ვიზიტორები 1,500+
ღონისძიების შესახებ

საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა

2025 წლის 8 - 9 ოქტომბერს "გაყიდვების ასოციაციამ" პირველად გამართა ორდღიანი ბიზნეს ფორუმი უზბეკეთში, კერძოდ ტაშკენტში. ღონისძიება ჩატარდა TBC for Business-ის მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ და გაიმართა 90-ზე მეტი B2B შეხვედრა.

პირველი დღე ბიზნესკონფერენციას დაეთმო, სადაც უზბეკეთის წამყვანი სექტორების წარმომადგენლებმა მონაწილეებს პრაქტიკული ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს. სიტყვით გამოვიდნენ ისეთი მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, როგორებიცაა საინვესტიციო სააგენტო, ამერიკის სავაჭრო პალატა, IT Park, TBC Bank Uzbekistan, ეკონომიკის სამინისტრო და Infra Finance.

განხილული იყო უზბეკეთის ბაზრის სპეციფიკა, არსებული შესაძლებლობები, ხელსაყრელი ფაქტორები და ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც უცხოური კომპანიები შესაძლოა აღმოჩნდნენ.

მეორე დღეს ბიზნესგამოფენა გაიმართა, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი პროდუქტები და მომსახურებები, დაემყარებინათ ახალი ბიზნესკავშირები და გაეფართოვებინათ პარტნიორული ქსელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესებთან.

2
Days
40+
Exhibitors
2,500+
Attendees

საქართველო-უზბეკეთის "აბრეშუმის გზის" გამოფენა - 2025

ღონისძიებაზე დაბრუნება
სასტუმრო ჰილტონი · 07 ოქტ 2025
ადგილი

სასტუმრო ჰილტონი