გაყიდვების ასოციაცია აერთიანებს საქართველოს მასშტაბით მოქმედუ კერძო სექტორის ლიდერებსა, ქმნის შესაძლებლობებს პროფესიული კავშირების გაფართოების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობისა და ბიზნესის განვითარების კუთხით.
B2B შეხვედრების, გამოფენებისა და საერთაშორისო ინიციატივების მეშვეობით, ასოციაცია ეხმარება საკუთარ წევრებს დაამყარონ ღირებული კავშირები და აღმოაჩინონ ახალი ბაზრები.
ვინ ვართ ჩვენ
100+
კომპანია
20+
ღონისძიება
120+
წევრი
სადაც ბიზნესი შესაძლებლობას ხვდება
სადისტრიბუციო / ვაჭრობა
(6 კომპანია)
4HOSPITALS
4Hospitals სამედიცინო პროდუქციის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა, რომლის პარტნიორიც საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა. კომპანია 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიწოდებას და მუდმივად ზრუნავს დროული და უწყვეტი მომარაგების, მომსახურების სტანდარტის და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
BD PLUS
BD Plus არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც გთავაზობთ პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების ასორტიმენტს
BVISION
.ბივიჟენი ბიზნესს მონაცემების ეფექტიანად გამოყენებასა და ინფორმაციის სტრატეგიულ უპირატესობად გარდაქმნაში ეხმარება. 2015 წლიდან დაგროვილი გამოცდილებითა და 50-ზე მეტი წარმატებული პროექტით, კომპანია დამოუკიდებელი ბრენდის სახით 2021 წლიდან ოპერირებს.
OFFICE GROUP
.
SMART PHARM
კომპანია სმარტფარმი წარმოადგენს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების სანდო პარტნიორს საქართველოში. ის 2012 წლიდან საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს ამარაგებს და ყოველთვის სთავაზობს მას გამოცდილ, სტაბილურ, ბიუჯეტურ და მაღალი ხარისხის ევროპულ პროდუქციას.
techpro
ტექპრო ახორციელებს მაღალ ტექნოლოგიური დანადგარების იმპორტსა და ინსტალაციას გადამამუშავებელი ინდუსტრიებისათვის. ტექნოლოგიებით კომპანია ეხმარება ბიზნესს გაზარდოს პროდუქტიულობა და ეფექტურობა.
სამშენებლო და დეველოპერული / კომერციული უძრავი ქონება
(12 კომპანია)
ACTO GROUP
Acto Group არის მრავალპროფილური კომპანია, რომელიც საქმიანობს სამშენებლო და დეველოპერულ, ფარმაცევტულ, საინვესტიციო, საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიებში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ხარისხს, პროფესიონალიზმს, ურთიერთნდობასა და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს. Acto Group ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ბიზნესმიმართულებებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორებთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
BINEX
სამშენებლო კომპანია
CH GROUP
სიეიჩ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას საქართველოში, რომელიც წარმოგვიდგენს მეტად დახვეწილ და მოკრძალებულ სახლებს თბილისის სხვა და სხვა უბნებში. სიეიჩ ჯგუფს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში საბურთალოზე ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩის კვეთაზე.
ELEMENT CONSTRUCTION
„ელემენტ ქონსთრაქშენის” საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებსა და პროექტირების სერვისს. კომპანია 2007 წელს დაარსდა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები. "ელემენტ ქონსთრაქშენი" ოპერირებს პრეზენტაბელური პორტფოლიოთი, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული ობიექტები.
ELT BUILDING
„იელთი ჯგუფი“ საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელი, სასტუმრო და კომერციული პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანიის პორტფელი მოიცავს 470,000 მ²-ზე მეტ აშენებულ და რეალიზებულ ფართს, 300 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციასა და 15 პროექტს. „იელთი ჯგუფი“ გამოირჩევა ინოვაციური „კვარტლის კონცეფციით“, რომელიც ერთიან, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კომპანიის გამორჩეული პროექტებია „იელთი კვარტალი“ ბათუმში და „ესპანური კვარტალი“ თბილისში. „იელთი ჯგუფი“ თანამშრომლობს საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან, მათ შორის Wyndham Hotels & Resorts-სა და Barceló Hotel Group-თან და აერთიანებს უძრავი ქონების მესაკუთრეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
GRANDE GROUP
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გრანდე ჯგუფი“ მრავალი წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. გრანდეს პროფესიონალთა გუნდი ინოვაციური მიდგომებით ქმნის კომფორტული ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასტუმროების, აპარტოტელების, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასა და მათ მართვას.
GSDC
GSDC არის უძრავი ქონების რეპუტაციის მქონე დეველოპერი, რომელიც სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი და კომერციული შენობების მშენებლობაში.
GWG
GWG Development ინოვაციური სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ხარისხზე, გააზრებულ დაგეგმარებასა და საერთაშორისო სტანდარტებზეა ორიენტირებული. კომპანიას განხორციელებული აქვს 75,000 მ²-ზე მეტი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტი, ხოლო ამჟამად თბილისში და ბათუმში ორ მიმდინარე პროექტს ავითარებს.
MIDEA
.Midea Group წარმოადგენს სამომხმარებლო ტექნიკის წამყვანი ტექნოლოგიების ჯგუფს, HVAC სისტემების, რობოტებისა და ჭკვიანი ჯაჭვის მიწოდების (ლოჯისტიკის) სისტემებში. მიდეა გთავაზობთ დივერსიფიცირებულ პროდუქტებს, რომელიც მოიცავს: სამომხმარებლო ტექნიკას, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებს.
TETRI KVADRATI
თეთრი კვადრატი არაერთ წარმატებულ და მიმდინარე პროექტს აერთიანებს თბილისსა და ქუთაისში. თითოეული მათგანის განსხვავებული კონცეფციის მიუხედავად, საერთო ღირებულებები უცვლელია - ხარისხი, სანდოობა, თანამედროვე არქიტექტურა და ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო.
wilton
corall
Corall Seaside Resort ბათუმში მდებარე პრემიუმ კლასის ზღვისპირა საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე აპარტამენტებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და დასვენებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.
სარეკლამო
(2 კომპანია)
ADWISE
.ADwise Group სრულ სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის მომსახურებები მოიცავს სტრატეგიულ დაგეგმვას, ბრენდინგს, გრაფიკულ დიზაინს, სოციალურ მედიას, პირდაპირ მარკეტინგს, ვებდიზაინსა და ციფრულ მარკეტინგს. 2008 წელს დაარსების შემდეგ, ADwise Group მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული, კრეატიული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შეთავაზებით სარეკლამო სფეროში ერთ-ერთ წამყვან სააგენტოდ ჩამოყალიბდა.
promohouse
Promo House 2017 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს ბრენდირების მრავალფეროვან მომსახურებას.კომპანია თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ბიზნესებთან და ეხმარება მათ ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაუმჯობესებაში.
ალკოჰოლური სასმელები
(2 კომპანია)
ANCIENT VALLEY
ჩვენი ისტორია 1990 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში დაიწყო, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი ქალაქის აქტიური ცხოვრებიდან სამშობლოში დაბრუნდა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების გაშენებას შეუდგა. მას შემდეგ ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებული ღვინოების შექმნასა და ქართული მეღვინეობის მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და საქმის სიყვარულით, ჩვენს ღვინოებს მზით განათებულ ვენახებში ხელით დაკრეფილი ყურძნისგან ვქმნით, სადაც უნიკალური ტერუარი და მეღვინეობის ტრადიციული ოსტატობა ერთმანეთს ერწყმის.
BARHUB
.ბრენდი წარმოადგენს ბარის ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს სამ ურთიერთდამაკავშირებელ მიმართულებას: კოქტეილ ქეითერინგის სერვისს, ბარის აკადემიას და ბარის ხელსაწყოების საცალო-საბითუმო გაყიდვას.
საკონსულტაციო - კვლევითი სერვისები
(9 კომპანია)
ANOVA
ანოვა კვლევითი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს სოციალურ და ბიზნეს კვლევებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის. სიღრმისეული ანალიტიკისა და მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გამოყენებით ვეხმარებით მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა შეისწავლონ ბაზარი, შეაფასონ რისკები და ჩამოაყალიბონ სტრატეგიული სამომავლო გეგმები თავიანთი საქმიანობის სწორი განვითარებისთვის.
BIA
სს. „ბია“ მართავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ბიზნესინფორმაციის უდიდეს და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესპროფილებს, მარკეტინგულ სიებსა და ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც ბიზნესპარტნიორების მოძიებას, შეფასებასა და რისკების ანალიზს უწყობს ხელს.
BSHLAW
BSH Law Office არის თბილისში მდებარე იურიდიული ფირმა, რომელიც სტრატეგიულ იურიდიულ მხარდაჭერას უწევს რეგულირებებსა და შესაბამისობის მიმართ მგრძნობიარე სექტორებში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს. ათ წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით, ფირმა კლიენტებს კონსულტაციას უწევს კორპორატიულ და კომერციულ სამართალში, შრომისა და დასაქმების სამართალში, მარეგულირებელ და სანქციებთან შესაბამისობის საკითხებში და სხვა მიმდინარე იურიდიულ თემებზე.
ECONSUL
.eConsul ციფრული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საერთაშორისო მოგზაურობისა და ვიზის მიღების პროცესის გამარტივებაში ეხმარება. კომპანია აერთიანებს სავიზო კონსულტაციასა და განაცხადის მომზადების მომსახურებებს, რაც მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვასა და საჭირო პროცედურების გავლას უადვილებს.
EBIT GROUP
.EBIT Group ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს ფინანსური მართვის, ბუღალტერიის, საგადასახადო კონსულტაციისა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით ეხმარება. კომპანია ასევე სთავაზობს პროფესიულ ტრენინგებს და მიზნად ისახავს ბიზნესების ეფექტიანობისა და მომგებიანობის ზრდას.
FORMATION
Formation Emotional Hub ემოციური განვითარებისა და პიროვნული ზრდის სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში ეხმარება სხვადასხვა პროგრამისა და აქტივობის საშუალებით.
JUST ADVISORS
.Just Advisors არის იურიდიული კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნეს სექტორსა და კერძო პირებს იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების ფართო სპექტრს საქართველოში.
okayness
OKAYENSS- ის მიზანია, ცვალებად სამყაროში სწრაფად დაეხმაროს მომხმარებელს საკუთარი რესურსების აღმოჩენაში. გარე, ობიექტური თვალით კომპანიის შესწავლის შედეგად, გაუწიოს რეკომენდაციები - რა დაეხმარებათ კომპანიის კიდევ უფრო ეფექტური განვითარებისთვის.
GEORGIA-ARMENIA BUSINESS ASSOCIATION
.
საბუღალტრო / საკონსულტაციო
(3 კომპანია)
ANTS
.2015 წლიდან კომპანია 700-ზე მეტ კომპანიას უწევს ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ მომსახურებას. მის მომხმარებლებს შორის არიან როგორც საქართველოს წამყვანი ბრენდები, ისე უცხოური კომპანიები. პროფესიონალთა გუნდი მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს.
BALANCE
.Balance ქართული საბუღალტრო და საოპერაციო პროგრამაა, რომელიც კომპანიებს ბუღალტერიის, გაყიდვების, შესყიდვების, საწყობის, წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მართვაში ეხმარება. პროგრამა სამუშაო პროცესებს ავტომატიზებს და ბიზნესს ფინანსების ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს
moore
მოორ ეიბისი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ქვეყანაში, რომელიც 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამეწარმეო საქმიანობა
(4 კომპანია)
BB STORE
.BB Store ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ქართულ უნიკალურ ტიპოგრაფიკაზე დაფუძნებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის პროდუქცია აერთიანებს თანამედროვე დიზაინსა და ქართულ კულტურულ ელემენტებს და მოიცავს მაისურებს, ჰუდებს, ჩანთებს, შარფებსა და სხვა ნივთებს.
CMG
.კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კომპოზიტური მასალებისა და სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანს, მათ შორის: გამჭვირვალე ეპოქსიდურ ფისს სუვენირების, ხალიჩებისა და 3D პროექტებისთვის; პოლიესტერს მინაბოჭკოსთვის; მინაბოჭკოს მასალებს; პოლიურეთანს; თხევად პლასტმასას; სანთლებისა და საპნების დასამზადებელ მასალებს; სოიოს ცვილს; პიგმენტებს; საპნის ბაზებს; არომატიზატორებს;
JTB
.JTB Company ქართული კომპანია, რომელიც საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების წარმოებაზეა ორიენტირებული.
MEGA GOLD
.Mega Gold საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მოკლე დროში სექტორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კომპანია საცალო ვაჭრობით იყო დაკავებული, მოგვიანებით კი საქმიანობა გააფართოვა და წებოსა და აკრილის ბაზაზე დამზადებული წებოვანი ლენტების წარმოება დაიწყო.
სარესტორნო სექტორი
(2 კომპანია)
BEST WESTERN
.Best Western სასტუმროების საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხმარებლებს განთავსებისა და სტუმართმასპინძლობის მომსახურებას სთავაზობს. ქსელი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებს და ორიენტირებულია კომფორტზე, ხარისხსა და სტუმრების მომსახურებაზე.
zala
ZALA რესტორანი და მარანია თბილისში, რომელიც ტრადიციულ ქართულ კულინარიას თანამედროვე ელემენტებთან და ფრანგულ ნოტებთან აერთიანებს. რესტორანი სტუმრებს გამორჩეულ კერძებს, მყუდრო გარემოსა და ძველი თბილისის ატმოსფეროს სთავაზობს.
საინჟინრო სისტემები
(6 კომპანია)
SMART HOUSE
ჭკვიანი სახლი ავტომატიზირებული სისტემაა რომელიც: – აკავშირებს ყველა ელექტრო მოწყობილობას ერთმანეთთან და იძლევა დისტანციური მართვა/მონიტორინგის შესაძლებლობას.
ELVARE
“ელვარე კომპანიათა ჯგუფი“ აერთიანებს საექსპორტო კაბელების თანამედროვე საწარმოსა და ელექტრო მარკეტს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტროსამონტაჟო პროდუქციის სრულ ასორტიმენტს ერთ წერტილში.
GABIS
.
GTSURVEY
GT Survey პროფესიონალური გეოდეზიური კომპანიაა, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია იყენებს თანამედროვე მიდგომებსა და უახლეს ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გეოდეზიურ მომსახურებას და სამშენებლო პროექტების სიზუსტეს.
ICE
ICE უკვე 13 წელია გათბობა-კონდიცირებისა და ვენტილაციის სფეროში ოპერირებს და დარგის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს.
umbrella
ნავთობ კომპანია
(1 კომპანია)
CONNECT
Connect სრულად ქართული საწვავის ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და დღეს საქართველოს მასშტაბით 140-მდე ბენზინგასამართ სადგურს აერთიანებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან საწვავს, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და სანდო მომსახურებას, ამასთანავე აქტიურად აგრძელებს ქსელის გაფართოებას.
სადაზღვეო
(1 კომპანია)
DZ LEASING
.დიზი ლიზინგი ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 6 ფილიალითაა წარმოდგენილი. კომპანია მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია და სარგებლობს მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით.
გადაზიდვები / ლოჯისტიკა
(5 კომპანია)
FINEX
სატელეკომუნიკაციო მომსახურება: ობიექტის ადგილზე შესწავლა და პროექტირებ, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მონტაჟი, ანძების პროექტირება და აღმართვა
MGL
.MGL Group ბულგარულ-ქართული ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საიმედო და მოქნილ მულტიმოდალურ სატრანსპორტო მომსახურებას უზრუნველყოფს.
mscs
ემ ეს სი ეს ჯორჯია, მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახისა და მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით, როგორც მთლიანი ასევე გრუპაჟული (მცირე მოცულობის) ტვირთების.
weforward
WEFORWARD 2009 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვების სანდო პარტნიორია. პროფესიონალთა გამოცდილი გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ, ოპტიმალურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებსა და საუკეთესო ტარიფებს, რაც ტვირთის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.
msf
MSF უზრუნველყოფს გადაზიდვებს ყველა მიმართულებით, აერთიანებს ციფრულ გადაწყვეტილებებს და ქმნის გამჭვირვალე, ზუსტ და ეფექტურ ლოჯისტიკურ სისტემას.
IT ტექნოლოგიები / ინოვაციები
(9 კომპანია)
GEOSOFT
Geosoft Cloud არის სერტიფიცირებული პროფესიონალების გუნდი, რომელიც ორიენტირებულია გაზომვადი შედეგების მიღწევაზე. ჩვენ გთავაზობთ IT მომსახურებებს, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის რეალურ ზრდას და ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, ღრმა ტექნიკურ ცოდნასა და თითოეული კლიენტის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას.
ITECHNICS
iTechnics 2011 წლიდან Apple-ის ოფიციალური რესელერია საქართველოში და ავრცელებს არა მხოლოდ ყველაზე ხარისხიან პროდუქტს, არამედ შთამაგონებელ ფილოსოფიას, რომელიც იყო ამ პროდუქტის შექმნის მიზანი თუ მიზეზი.
SOFTGEN
.კომპანია სოფტგენი 2008 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. გამოცდილი, მაღალკვალიფიციური და ინოვაციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი. პროგრამულ-ტექნიკური პროდუქტები, რომელსაც წარმატებით იყენებს სხვადასხვა დარგის 150-ზე მეტი კომპანია.
LEAD
.კომპანია კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს. მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით, ის მიზნად ისახავს გახდეს მათი სანდო პარტნიორი ბიზნესის განვითარებაში.
nebi
Nebi ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების გამარტივებასა და ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება. მონაცემებზე დაფუძნებული სისტემებისა და ავტომატიზაციის საშუალებით კომპანია ამცირებს რუტინულ სამუშაოს და გუნდებს საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ ინოვაციებსა და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას.
ozorix
Ozorix ციფრული სააგენტოა, რომელიც კომპლექსურ IT გადაწყვეტილებებზე სპეციალიზდება. კომპანია მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ, ეფექტიან ბიზნესგადაწყვეტილებებს ქმნის.
solvit
კომპანია SOLVIT 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ IT მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებს. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციური და ეფექტიანი ბიზნესგადაწყვეტილებების შექმნაზე, მუდმივად ადევნებს თვალს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
syntax
სინტაქსი გამოცდილი, მოტივირებული და მიზანდასახული პროფესიონალების გუნდია, რომელიც, ბიზნესს, მის საჭიროებაზე მორგებულ, სერვისებისა და პროდუქტების მარტივად და ხარისხიანად მიწოდებას უზრუნველყოფს.
skyhi
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს IT კონსულტაციას, ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, IT აუთსორსინგსა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს.
ტელეკომუნიკაციების სერვისი
(2 კომპანია)
GFTC
GFTC - 2008 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც კავკასიაში ერთადერთი სრულფასოვანი SWIFT Service Bureau-ა. კომპანია უზრუნველყოფს SWIFT-ის სერვისებს და გამოირჩევა ფინანსური და ტექნიკური სტანდარტების მუდმივი დაცვით. მისი სანდოობა დასტურდება სერტიფიცირებულ სერვის ბიუროთა ოფიციალურ ჩამონათვალში ყოფნითა და საქართველოს ბანკების უმრავლესობასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ხანგრძლივი თანამშრომლობით.
VEZIRI
.ვეზირი 1996 წლიდან ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირების სფეროში საქმიანობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი და სპეციალიზდება ტელეკომუნიკაციის, IT-ის, უსაფრთხოების, SCADA-სა და ტელემეტრიის მიმართულებებით. ვეზირი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 შესაბამისად მუშაობს.
სილამაზე და მედიცინა
(2 კომპანია)
KANI CLINIC
.კლინიკა „კანი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრს, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი. საერთაშორისო გამოცდილება, თანამედროვე ევროპული და ამერიკული სტანდარტები - თქვენი ჯანმრთელობისა და სიმშვიდის გარანტია.
nefertiti
ესთეტიკის ცენტრი ნეფერტიტი მომხმარებლებს სახისა და სხეულის მოვლის, კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მომსახურებებს სთავაზობს
დასუფთავების სერვისები
(2 კომპანია)
GERMAN CLEANING
.German Cleaning მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალურ დასუფთავების მომსახურებას, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული. კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების სისუფთავესა და მოწესრიგებას.
balaveri
კომპანია „ბალავერი“ უკვე 20 წელია საქართველოს მასშტაბით ოპერირებს და მომხმარებლებს მავნებლების კონტროლისა და პრევენციის პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მიზანია, უზრუნველყოს ეფექტიანი შედეგები და თითოეულ მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი მომსახურება მიაწოდოს.
ავტოინდუსტრია
(1 კომპანია)
LION
.Lion Auto გეხმარება ამერიკის აუქციონზე შეიძინო ავტომობილი მარტივად, წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. კომპანია უზრუნველვყოფს უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას საქართველოში.
სამშენებლო-საინჟინრო
(2 კომპანია)
renove
რენოვე მომხმარებლებს ინტერიერის მოწყობისა და განახლებისთვის საჭირო თანამედროვე პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის სანტექნიკას, იატაკის საფარებსა და დიზაინერულ რადიატორებს.
sando
კომპანია სანდო ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად მისი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას მოიცავდა, დღეს კი კომპანია რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის, მათ შორის Fortis Group-ის, Power Mix-ისა და DeWalt-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სანდო თაბაშირ-ბათქაშის სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და მომხმარებლებს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს სთავაზობს.