ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

გახსნა და მიზანი

გაყიდვების ასოციაციის გახსნის ღონისძიება, 2022 წლის 22 გაყიდვების ასოციაციის გახსნის ღონისძიება 2022 წლის 22 მაისს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გაყიდვების ასოციაცია წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს და ამჟამად 100-ზე მეტ დამფუძნებელს, დირექტორსა და C-დონის მენეჯერს აერთიანებს.

ასოციაციის მისიაა გაყიდვების სფეროს პროფესიონალებისთვის შექმნას შესაძლებლობები, დაამყარონ კავშირები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და გააფართოვონ საქმიანობისა და წარმომადგენლობის მასშტაბი საერთაშორისო ასპარეზზე.

გაყიდვების ასოციაციის მიზანი

გაყიდვების ასოციაცია წარმოადგენს ბიზნეს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული ურთიერთობების განვითარებას. ასოციაციის საქმიანობა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს და წევრებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ ღირებული ურთიერთობები და გამოიკვლიონ პოტენციური პარტნიორობის შესაძლებლობები.

ასოციაციის საქმიანობა მოიცავს B2B შეხვედრებს, ბიზნესგამოფენებს, ნეთვორქინგ ღონისძიებებს, ბიზნესდელეგაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობას. აღნიშნული ინიციატივები წევრებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი ბიზნესი, დაამყარონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები, შევიდნენ ახალ ბაზრებზე და გააფართოონ პროფესიული კავშირები.

ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ბიზნესების საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირება. საზღვარგარეთ ბიზნესვიზიტების, საერთაშორისო გამოფენებისა და ნეთვორქინგ ღონისძიებების საშუალებით ასოციაცია საკუთარ წევრებს ეხმარება მათი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გააფართოვონ.

მმართველი საბჭო

დავით ჩიკვაიძე

დავით ჩიკვაიძე

პრეზიდენტი

დავითი „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტისა“ და “გაყიდვების ასოციაციის” დამფუძნებელია. ის სერთიფიცირებული ტრენერია 16 წლიანი გამოცდილებით გაყიდვების, მომსახურების მართვისა და ლიდერშიპის მიმართულებით. დავითი ასევე არის წიგნის „ანტი გაყიდვების“ ავტორი, რომელიც როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით იყიდება.

მარიამ ნაროუშვილი

მარიამ ნაროუშვილი

ბორდის თავმჯდომარე

მარიამი 12 წელზე მეტია საბანკო და სადაზღვევო სფეროში მოღვაწეობს. ის დღეს “თიბისი ბანკის“ საცალო სეგმენტის ლიგის სერვის ექსპერტია, საბანკო ღირებულებების შექმნის მიმართულებით. ამასთანავე, მარიამი არის “NC Solutions”-ის თანადამფუძნებელი, რომელიც Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

თორნიკე ტურიაშვილი

თორნიკე ტურიაშვილი

ბორდის წევრი

ციფრული სააგენტო „კრაკენის“ და „გიფერის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. დღესდღეობით თორნიკე ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჰოლდინგ კომპანია, Invia-ს, მარკეტინგს. ის ასევე არის „ელვის დელივერის“ თანადამფუძნებელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი მარკეტინგის მიმართულებით.

მაია ნიბლაძე

მაია ნიბლაძე

ბორდის წევრი

მაია დღესდღეობით “სარაჯიშვილის” საერთაშორისო გაყიდვების დირექტორია. ის უკვე 20 წელზე მეტია, რაც საკუთარ კარიერას უნიკალურ ქართული ღვინის ბრენდს უკავშირებს.

ეკატერინე ორბელაძე

ეკატერინე ორბელაძე

ბორდის წევრი

ეკატერინე “Corall Seaside Resort”-ის გაყიდვების დირექტორია. ის 15 წელზე მეტი საბანკო სფეროში მოღვაწეობდა, გაყიდვების მიმართულებით. დღესდღეობით კი ეკატერინე არის საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის წარმომადგენელი და პროექტების ხელმძღვანელი ბათუმში.

მანუჩარ ჩიტაიშვილი

მანუჩარ ჩიტაიშვილი

ბორდის წევრი

მანუჩარი დღესდღეობით „აგროტექნოს“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. მას საბანკო და საფინანსო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს ხელმძღვანელ პოზიციებზე.

სადაც ბიზნესი შესაძლებლობას ხვდება

გახდი წევრი