"აბრეშუმის გზის" გამოფენა 2026

"აბრეშუმის გზის" გამოფენა 2026

თარიღები 7 - 8 ოქტომბერი
ქალაქი ტაშკენტი
ვიზიტორები 2000+
ღონისძიების შესახებ

საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა - 2026

2026 წლის 7 - 8 ოქტომბერს "გაყიდვების ასოციაცია" მეორედ გამართავს ორდღიან ბიზნეს ფორუმს უზბეკეთში, კერძოდ ტაშკენტში. ღონისძიება ჩატარდება BOG for Business-ის მხარდაჭერით.

გამოფენა ხორციელდება EuroUZ-თან და უზბეკეთის სავაჭრო პალატასთან პარტნიორობის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს წვდომას როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კერძო სფეროზე.

პირველი დღე ბიზნესკონფერენციას დაეთმობა, სადაც უზბეკეთის წამყვანი სექტორების წარმომადგენლები მონაწილეებს პრაქტიკულ ინფორმაციასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სიტყვით გამოვლენ ისეთი მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, როგორებიცაა EuroUz, , Investment Promotion Agency, IT Park, TBC Bank Uzbekistan და Infra Finance.

კონფერენციის თემატიკა უკავშირდება უზბეკეთის ბაზრის სპეციფიკას, არსებულ შესაძლებლობებს და იმ ძირითად გამოწვევებს, რომელთა წინაშეც უცხოური კომპანიები შესაძლოა აღმოჩნდნენ.

მეორე დღეს გაიმართება ბიზნესგამოფენა, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ საკუთარი პროდუქტები და მომსახურებები, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და გააფართოვონ პარტნიორული ქსელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბიზნესებთან.

30+
Companies
6
Speakers
2,000+
Attendees

"აბრეშუმის გზის" გამოფენა 2026

ღონისძიებაზე დაბრუნება
ქორთიარდ მარიოტი · 07 ოქტ 2026
ადგილი

ტაშკენტი, უზბეკეთი